წალენჯიხის პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ე.ქ. დააკავეს.  მას ბრალი  განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტომობილით 1999 წელს დაბადებულ  მ.ჭ.-ს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მძღოლი ე.ქ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 128-ე მუხლებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.