- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის, სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.