- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.
“უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხაში გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან გრძელდება და პროგრამაში ჩართულ ყველა პირველკლასელს ბარათები დაურიგდებათ.
კვების დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.ბარათის გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი.
პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ მერიის პირველ სართულზე მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში.”-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
საჭირო დოკუმენტაცია:
1. ერთ-ერთი მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირველკლასელის დაბადების მოწმობა.
3. ცნობა შესაბამისი სკოლიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელწფონის ნომერზე: 591 01 97 27