- ქ. ჯვარში ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნიბით, ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
მსხვერპლი არ არის.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.