26 დეკემბერს წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

  • მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 დეკემბერს წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილია გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანი. საახალწლო პროგრამის დასაწყისია 14:00 საათი.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

14:00-14:15 – ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი.

14:00-17:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადება, საახალწლო ორცხობილების მოხატვა, სახეზე ხატვა, მინი ტილოზე ხატვა.

15:00-15:45 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.

15:45-16:00 – ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

16:00-17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

17:00-19:00 – კონცერტი: დავით მაზანაშვილის ბენდი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, აჩიკო ბერიძე, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო არჩვაძე, ელენე ფოჩხუა, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, დათუნა მგელაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ნინი შერმადინი, ნიკუშა ცერცვაძე.

19:00 – საზეიმო ფოიერვერკი.

წამყვანი მაია დათუნაშვილი.