ნაკიფუში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. “ინტერ გაზი” ასრულებს.

სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ წალენჯიხაში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი, მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური და დაიქსელა ქუჩები, ქალაქის მოსახლეობა უკვე ბუნებრივი აირით სარგებლობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *