წალენჯიხიდან თბილისის დაგეგმილ აქციას უერთდებიან

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა მოადგილეებთან და “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ აქტივთან ერთად, თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდება. დედაქალაქში გამგზავრებამდე მან ბრიფინგი ზუგდიდში გამართა,

“საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე. უღალატა საქართველოს მომავალს და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ახლა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია, რეგიონების ვალია, შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოთ მათი რიგები და ივანიშვილის ის ოცნება, რომ ჩვენ შემოდგომამდე ძალა გამოგველევა შემოვუბრუნოთ უკან, თვითონ მოვქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე. გაიწვიოს რუსული კანონი და საერთოდ, არა ყველაფერ რუსულს. საქართველოში ხალხი მობილიზებულია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, როგორც ერთადერთი ოპოზიციური და შეუგუებელი ხალხის მუნიციპალიტეტი უკვე გზაშია და მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ რაიონებიდან, ქუჩებიდან, მოედნებიდან, რათა, რეგიონმა გადამწყვეტი სიტყვა თქვას საქართველოსთვის ისტორიულ ომში. მე ამას გეუბნებით, როგორც ოპოზიციონერი მერი, როგორც გამარჯვებული მერი, იმ სიცხადით და გარკვეულობით, რომ ოცნებაზე გამარჯვება შესაძლებელია”. – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.