- ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შპს ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მოძრავი მამომობილის მიერ, უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩატარდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვლევები მოიცავდა: ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;

