წალენჯიხაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ამოქმედდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა.

პირველკლასელთა მშობლებს სპეციალურ საბარათე ანგარიშზე დაერიცხებათ თანხა, რომლითაც სკოლის სასადილოებსა და კვების ობიექტებში შეძლებენ აღნიშნული ბარათების გამოყენებას.

უწყების ცნობით, ინოვაციური პროექტი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მოიცავს 33 საჯარო სკოლის 300-პირველკლასელის დაფინანსებას.

პროექტი სატესტო რეჟიმში კეთდება და განათლების სისტემაში, წალენჯიხაში განხორციელდება პირველად.