ჯვარში აივანი ჩამოინგრა

  • წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაშავდა.

დაშავებულს მძიმე მოტეხილობები აქვს და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.