ჭალეში ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

  • მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “თემი და გარემო”-ს მიერ ხორციელდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი საექიმო ამბულატორია მოსახლეობას გაუმჯობესებული სერვისით მოემსახურება.