წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობისაგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად როგორც გზების გაწმენდითი, ასევე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიური თოვის პარალელურად მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურებთან ერთად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკა. თოვლის საფარისგან იწმინდება ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.

აღნიშნული სამუშაოების ეფექტურ მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ხელმძღვანელობს. ასევე კოორდინირებულად მუშაობენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *