სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელიც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილის გადასარჩენად შევიდა თავად კი წყალმა გაიტაცა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ირაკლი მაქაცარიას მადლობა გადაუხადა. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქციელით გმირები ხდებიან - ასეთია ირაკლი მაქაცარია, რომელმაც სქურის ხეობაში დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად...

