წალენჯიხის მერმა 5 თვის განმავლობაში გატარებული რეფორმის შესახებ ანგარიში წარადგინა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს ა(ა)იპ სკოლის გარეშე კომპლექსური სასპორტო საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ბოლო 5 თვის განმავლობაში გატარებული რეფორმის შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწორი მენეჯმენტის შედეგად, გაუქმდა არაოფიციალური ფასიანი წრეები და გაიზარდა ბავშვების ჩართულობა სხვადასხვა სტრუქტურულ წრეებში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტულ წრეებში ჩართული იყო 200-მდე ბავშვი, ამჟამად კი 600-მდე ბავშვი ჩაერთო.

შედეგად, მოპოვებულ იქნა, 16 ოქროს მედალი მძლეოსნობასა და კარატეში.

რეგიონულ შეჯიბრში ბავშვების მომსახურებას დაემატა კვება და სასტუმრო მომსახურება

შეიქმნა 22 ახალი სასპორტო ჯგუფი.

შედგა ქალთა კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის და ბადმინტონის ჯგუფები.

მაშინ, როდესაც სპორტული ჯგუფები ფუნქციონირებდა წალენჯიხის მხოლოდ 3 ადმინისტრაციულ ერთეულში,ბოლო 5 თვეში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და ამჟამად სპორტული ჯგუფები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს.

შეძენილიქნა სპორტული ინვენტარი და უნიფორმები.მწვრთნელთათვის საჭირო ატრიბუტიკა, კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები და ბადეები.

რეგულარული ხასიათის გახდა შიდა და მუნიციპალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

სექტემბრიდან გაიხსნება მაგიდის ჩოგბურთის ახალი ჯგუფი,6-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის გაიხსნება კალათბურთის წრეები.

2023 წლიდან იგეგმება სასპორტო დარბაზის სრული რეაბილიტაცია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, შეხვედრისას ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.