წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძესთან ერთად, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული გზა არაერთი დასახლების მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია.

14 კმ-იანი გზის მონაკვეთიდან რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 7 კმ-ს, ხოლო დარჩენილი 7 კმ დაზიანებულია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას.

გზის სრულყოფილი რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება დარჩენილი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების – ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს