წალენჯიხაში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება

  • ფონდი “სოხუმი”ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალებისათვის უფასო სამედიცინო კვლევა კონსულტაციებს გეგმავს.

კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე, კლინიკა “ლასტანი”-ს ტერიტორიაზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიბოს სკრინინგს შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი “ჰერა” განახორციელებს.

უფასო სკრინინგში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ჩათვლით, (რადიოლოგის ან მამოლოგის) გასინჯვა; მამოგრაფიული გამოკვლევა.

გამოკვლევას ექვემდებარებიან საქართველოს ყველა მოქალაქე დამადასტურებელი დოკუმენტით. (პირადობის მოწმობა თან უნდა გქონდეთ). უფასო სკრინინგი ვერ ჩაუტარდება მხოლოდ ქალბატონებს თბილისის ჩაწერით. ასევე,მოქალაქეებს ექნება საშუალება გაიარონ უფასო კონსულტაციები.