წალენჯიხაში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონსულტაციები კი დღეს ქალაქ ჯვარში, ოჭანეში, ნაკასა და ქვედა ჯვარის ტერიტორიაზე გაიმართა. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერის წარმომადგენელი ქალაქ ჯვარში ირაკლი ხარჩილავა,მაჟორიტარი დეპუტატი ბაჩანა ქანთარია, საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, ადგილობრივებმა წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს. მოსახლეობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:ოჭანეს ტერიტორიაზე-ზედა ოჭანეში- წისქვილის რეაბილიტაცია და გარეგანათებების მოწყობა.ქვედა ოჭანეს ტერიტორიაზე კი გაბიონის მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია.

ქვედა ჯვარის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების ამოწმენდა-რეაბილიტაცია,დასასვენებელ სკვერში ტენისის მაგიდის მოწყობა ,მოსაცდელის მშენებლობა,შიდა საუბნო გზების ორმული შეკეთება.

ნაკას ტერიტორიაზე ,პრობლემურ ადგილებში ბეტონის საფარის მოწყობა. ჯვარში მზღუდავი ბარიერისა და საგზაო ნიშნების მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, ევროპის პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობის რეაბილიტია.

გარდა აღნიშნულისა, მოსახლეობამ დაასახელა მთელი რიგი პრობლემებისა,მათ შორის:სასმელი წყლის დღემდე არსებული პრობლემები და მოუწესრიგებელი შიდა საუბნო გზები. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა მათი გადაწყვეტილების საფუძველზე ირჩევს პრიორიტეტულ პროექტებს. ეს შესაძლებელს გახდის ეტაპობრივად მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ამჟამად აწუხებს მოსახლეობას. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ამავდროულად ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას” -ღნიშნა ლაშა ზარქუამ.

მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 644 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *