წალენჯიხაში საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართება

  • 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღის 12:00 საათიდან ქალაქ წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედნიდან საშობაო ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალილოს მსვლელობისას მიღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

“გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა საზეიმო მსვლელობაში და გავიღოთ საჩუქრები სხვათა გასახარებლად.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.