წალენჯიხაში, სალიას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, სალიას ქუჩაზე, ბაზრის წინ მდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

არსებული ამორტიზირებული ბეტონის საფარისა და ბორდიურის დანგრევა-დემონტაჟის დასრულების შემდეგ ტროტუარების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც ბეტონის საფარისა და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოეწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ათენ როუდ-ი ასრულებს.