წალენჯიხაში მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრეს

  • თხილის კულტურის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კულტურის სახლის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას.

სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით – საბრუნავი საშუალებებისათვის.

სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.