წალენჯიხაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი მუშაობს.შტაბში მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მერის მოადგილეები შედიან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შტაბს დისტანციურად მერი გია ხარჩილავა ხელმძღვანელობს. კოორდინირებულ მუშაობაში ასევე ჩართულია ენგურჰესის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის საგზაო სამმართბელო.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა.შეფერხებით მუშაობს სატელეფონო კომუნიკაცია და ინტერნეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *