- 29 მაისს, წალენჯიხაში, დასუფთავების აქცია გაიმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ:
• წალენჯიხის მერიის თანამშრომლები;
• მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები;
• მერიას დაქვემდებარებული ა(ა)პების თანამშრომლები;
• ადგილობრივი ახალგაზრდები.
“ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და გავხადოთ ის უფრო სუფთა და მიმზიდველი”-აღნიშნულია ინფორმაციაში.