წალენჯიხაში, აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს წალენჯიხიდან ოთხი პიროვნება შეეწირა: მეომრი კობა ხარჩილავა და 9 აგვისტოს გორის გზაზე ტრგიკულად დაღუპულები ერეკლე, ენვერ და დალი ჭანიები.