წალენჯიხას ახალი სახანძრო ავტომანქანა გადაეცა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდა.

ახალი, მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების დონის სახანძრო ავტომანქანა დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა.