ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა.

უწყების ცნობით, ლეშამუგეს უბანში სასმელი წყლის მაგისტრალის შეცვლა-რეაბილიტაცია, ლეშამუგეს საბავშვო ბაღის სასმელი წყლის მილების შეცვლა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ლეშამუგეში ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ლექუხილეს უბნის გზაზე ბეტონის საფარის დაგება, ლებაღეს უბანში ცხაურების მოწყობა, ლეშეროზიეს უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა.

2022 წელს სახელმწიფოს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 54 000 ლარი დაემატა. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 130-მდე პროექტი განხორციელდა.