“შენი იდეა წალენჯიხას”

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ახალგაზრდების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს “შენი იდეა წალენჯიხას”.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს კონკურსანტებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *