ფრაქციამ “წალენჯიხა-საქართველოსთვის“ ანგარიში წარადგინა

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ “წალენჯიხა-საქართველოსთვის“, ფრაქციის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას.

შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

შეხვედრა გახსნა საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, რომელმაც ისაუბრა თვითმმართველობის განხორციელების დროს ანგარიშვალდებულების აუცილებლობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ფრაქციის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა ფრაქცია „წალენჯიხა-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გონერ კვარაცხელიამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ფრაქციის საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიებსა და გენდერული თანასწორობის საბჭოში.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გუნდი.

შეხვედრას ესწრებოდა სალომე გუგუშვილი, პროგრამის სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი, NDI.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.