ფოცხოეწერში „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” გაიხსნა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფოცხოეწერის დასახლებაში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” გაიხსნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ფოცხოეწერში მცხოვრები 4-17 წლის ასაკის დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური სივრცის შექმნას, მის კეთილმოწყობას და არაფორმალური, გასართობ-შემეცნებითი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას.

გახსნის ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *