უხვმა ნალექმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

  • გადაუღებელი წვიმის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ქალაქ წალენჯიხის,ქალაქ ჯვარის,ასევე ფახულანის,ლიის,საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დაიტბორა გზები,პრობლემები შეექმნა ტრანსპორტს .

შემთხვევის ადგილებზე გასულია სტიქიის შემსწავლელი კომისია და შეისწავლიან არსებულ პრობლემებს,რათა მოხდეს ზარალის აღმოფხვრა.