“სტუდენტური დღეები 2022” დაიწყო

  • წალენჯიხაში “სტუდენტური დღეები 2022” დაიწყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ქუჩის თეატრთან ერთად ქალაქის ქუჩები მუსიკით შემოიარეს.

ოფიციალური გახსნის შემდეგ ფერების ფესტივალი გაიმართა.

საღამო ფეიერვერკებითა და DJ ალექსის კონცერტით დასრულდა.

ინფორმაციისთვის: სტუდენტური დღეები 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება ოთხ ჯგუფად გაყოფილი სტუდენტები ხვალიდან უკვე ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

გამარჯვებულებს კი სიურპრიზები ელოდებათ.