სტიქიამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

  • სტიქიის შედეგად წალენჯიხაში, ტაბიძის ქუჩის მდინარე ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე მთლიანად ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავაში ნუკრი ჩხაპელიას ოჯახის თხილნარი ჩამოიშალა და მდინარემ წაიღო.

ობუჯში, სასონგულიოსა და სქურდილას უბანში, სასმელი წყლის მილები და საყრდენი ბოძები ჩამოიშალა და 50-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.