სათემო ორგანიზაცია “მუჟავას თემი” დაარსდა

  • მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, სათემო ორგანიზაცია “მუჟავას თემი” დაარსდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორგანიზაციის ამოცანა სოფლის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელებაა. ასევე, ტურიზმის განვითარების ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაა.

“როგორც სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელ შეკრებაზე ითქვა, ორგანიზაცია უცხოელი ტურისტების მოზიდვაზე, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების, ასევე, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე იმუშავებს. აღსანიშანვია, რომ სათემო ორგანიზაცია ძირითადად შემოწირულობის ხარჯზე იმუშავებს და შეკრების პირველსავე დღეს 3000 მეტი შემოწირულობა შევიდა.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.