“რუსეთი ოკუპანტია”, პუტინი ტერორისტია” – წალენჯიხაში საპროტესტო ბანერი გააკრეს

  • აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, წალენჯიხის ცენტრში “დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ ბანერი გააკრა.

“რუსეთი ოკუპანტია”, “პუტინი ტერორისტია” – ამ შინაარსის წარწერებია ბანერზე დატანილი, რომელიც სტამბის შენობაზეა გაკრული.

“მოქალაქეები ჩერდებოდნენ და გვეხმარებოდნენ ბანერის გასწორებაში. ქვემოდან გვაძლევდნენ მითითებებს”, – ამბობს მარიამ სიჭიანავა.