რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია გაიმართა

  • წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეები, ახალგაზრდები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპიკერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია გახლდათ.

საუბრები შეეხო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს, 8 აგვისტოს მოვლენებს და იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ დღემდე აწარმოებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა-დისკუსია საინტერესოდ წარიმართა და ახალგაზრდებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს დღევანდელი რეალობის, ზოგადად გაყალბებული ისტორიის შესახებ.

აღინიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები აუცილებელია, რათა მომავალმა თაობებმა შესძლონ საქართველოს რეალური ისტორიის შეცნობა ცრუ ინფორმაციის ამოცნობა.

+5

99