როინ დობორჯგინაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა

  • ლანჩხუთში დამსახურებული მწვრთნელის, ევროპის პრიზიორისა და მსოფლიო თასის მფლობელის როინ დობორჯგინაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ჯვარის ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა: ცოტნე ფიფიამ მესამე ადგილი, 71 კგ.წონით კატეგორიაში და საბა თოდუამ მესამე ადგილი -110 კგ.წონით კატეგორიაში აიღეს.