- ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების მხრივ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული პრობლემები და ის ნაბიჯები, რომლებიც მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გადაიდგმება.
მინისტრის თქნით, სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად უკვე მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტირების ეტაპის დასაწყებად. წლის ბოლოს გამოცხადდება სამშენებლო ტენდერიც.