მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები.

მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დაათვალიერა.