მერია: ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, მოხდა ექსკავატორ დამტვირთველის შესყიდვა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, განხორციელდა ბრიტანული, მრავალფუნქციური ექსკავატორ დამტვირთველის შესყიდვა. ღირებულება შეადგენს-261 134 ლარს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წლების მანძილზე მუნიციპალიტეტი აღნიშნული ტექნიკის არქონის გამო აწყდებოდა მნიშვნელოვან პრობლემებს, განსაკუთრებით დიდთოვლობისა და წყალდიდობების დროს, რაც ამავდროულად იწვევდა მოსახლეობის გულისწყრომას.

აღნიშნული ტექნიკის შეძენა კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრასა და ეფექტურ მუშაობას.