მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

  • მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავი და ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით კი, დეკანოზმა ილია სარიამ მელიტონ ქანთარიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ასევე ამ თარიღთან დაკავშირებით, მელიტონის საფლავთან და ლიაში შინმოუსვლელთა მემორიალთან წალენჯიხის სახალხო ანსამბლ “ბედინერას” მომღერლებმა და მოსწავლე -ახალგაზრდებმა ღონისძიება მოაწყვეს.