მედანში საავტომობილო გზის სარეაბილიატაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 – კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა და დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მედანის საავტომობილო გზის ღირებულება 4 525 548 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პასაჟი საქართველო“ ასრულებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.