მამუკა ხაზარაძე- მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას

  • მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად,-ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად. მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ თქვენი მოგება წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ვაჩვენებთ, როგორ იმართება თვითმმართველობა, როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა თავის სოფელში, ქალაქში როგორ იცხოვროს და არა იმან, რომელიც კაბინებში შედის და იქიდან გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს დრო დამთავრდა საქართველოში და ამის მაგალითი არის წალენჯიხა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *