ლიაში, საკვირაო სკოლაში, გაიხსნა ფოლკლორული და საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი წრე

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიაში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლაში გაიხსნა ფოლკლორული და საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი წრე.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, სოფელ ლიის წმინდა გიორგის სახელობის საკვიარაო სკოლაში ტაძრის წინამძღვართან დეკანოზ გალაქტიონ ფიფიასთნ და ამავე ეპარქიის, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის სამეუფეო გუნდის რეგენტთან და მუსიკის პედაგოგ ნიკოლოზ ლატარიასთან ერთად, შეხვდნენ საზღვრისპირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მშობლებს.

ახალგაზრდებს ცენტრის ხელმძღვანელმა გააცნო განათლების, კულტურის ცენტრში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული წრეები.