ლეფიფიეს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეფიფიეს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია ძლიერი წვიმების დროს იმეწყრებოდა და ხშირად გზის მონაკვეთებს ჩამონაშალი ქანი, ქვაღორღი აზიანებდა.