ირაკლი შამუგია: მეხატება და ვხატავ

  • ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი ირაკლი შამუგია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავადანაა. სწავლობს ამავე სოფლის საჯარო სკოლაში და აბიტურიენტია. “წალენჯიხელებთან” ამბობს, რომ ხატვა დაიწყო 7 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატი იყო “თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი”, თუმცა არც ახსოვს ნამუშევრის შესრულების პროცესი.

კითხვაზე, თუ რა ფერს ანიჭებს უპირატესობას და ვინ არის მისი მუზა, გვპასუხობს, რომ: მისი ნამუშევრების უმრავლესობა შავ-თეთრია. რაც შეეხება მუზას… არ მყავს… -ამბობს ახალგაზრდა,- და ფიქრის შემდეგ დასძენს: -უბრალოდ მეხატება და ვხატავ…

-რჩეული მხატვრები გეყოლება, საყვარელი ნამუშევრები…

– ვინსენტ ვანგოგი… ჩემს სტილში და ხასიათში ჯდება.

– ვიცით, რომ წელს ამთავრებ სკოლას, ხართ აბიტურიენტი. თქვენი მომავალი გეგმები თუ უკავშირდება ხატვას?

– ნაწილობრივ უკავშირდება, ვფიქრობ, არქიტექტურულზე ჩაბარებას.

-და როგორ წარმოგიდგენიათ არქიტექტორი ირაკლი შამუგია წლების შემდეგ?

-მომავალზე წინასწარ ვერაფერს გეტყვი… ან რატომ უნდა გავუსწროთ მოვლენებს.

მარეხი შამუგია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *