თეა ახვლედიანი მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა

  • სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, გამყოფი ხაზის სოფლებში თეა ახვლედიანმა მოსახლეობას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრებზე განხილულ იქნა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც. სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *