“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”

  • 28 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველ სართულზე 11:00 საათიდან დაიწყება სისხლის უანგარო დონაცია.

“სისხლის გადასხმა სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.სისხლის კომპონენტები საჭიროა ბავშვებისთვის ანემიის მძიმე ფორმით, ლეიკემიით დაავადებული თუ სხვა პაციენტებისთვის. ჭეშმარიტი ქველმოქმედება სიცოცხლის გადარჩენაა,გახდი ქველმოქმედი,გადაარჩინე სიცოცხლე.”-აღნიშნულია წალენჯიხის მუნციიპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.