ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც გამოვლინდა

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, ადგილზე მოქალაქეების მიერ უკანონოდ იყო მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე გამოვლინდა მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული მორებისა და საშეშე მერქნის სატრანსპორტო საშუალებებით უკანონო გადაზიდვის ფაქტები.

გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ჩატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა მათ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კანონდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე რეაგირება მყისიერად ხდება.