წალენჯიხაში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხელოვნურსაფარიანი მოედანი,ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები მოეწყობა.

პროექტის ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.