წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული „წალენჯიხობა-გრანელობა“ აღინიშნა

  • წალენჯიხაში სახალხო დღესასწაული „წალენჯიხობა-გრანელობა“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კუთხეები, ეთნოგრაფიული და შემოქმედებითი სივრცეები, სადაც ადგილობრივებსა და ჩამოსულ სტუმრებს კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული ნიმუშების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში საპატიო წალენჯიხელის წოდება 11 პირს მიენიჭა, დღესასწაული კი ჯგუფ „ურსას“ კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.