წალენჯიხაში მთავარი ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მთავარი ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

უწყების ცნობით, აღნიშნულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად 2011-2012 წლებში ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე ფასადს, მოეწყობა ვიტრაჟები, შეიცვლება დაგებული მეტლახი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, კიბეზე დაიგება ბაზალტის ფილები.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მასიმო“.

პროექტის ღირებულება შეადგენს 48 700 ლარს, რომელიც ადგილობრივი(მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.